ირაკლი კობახიძე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტების გადადგომაზე - მე რომ ვყოფილიყავი, საკუთარი ინსტიტუტისა და სახელმწიფოს მიმართ ცოტა განსხვავებული პასუხისმგებლობა მექნებოდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტის - არჩილ მესტვირიშვილისა და პაპუნა ლეჟავას მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მათი პერსონალური არჩევანი და პასუხისმგებლობაა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება ამ ორი ადამიანის გადაწყვეტილებას, ეს არის მათი პერსონალური არჩევანიც და პასუხისმგებლობაც. მე იქ რომ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, საკუთარი ინსტიტუტისა და სახელმწიფოს მიმართ ცოტა განსხვავებული პასუხისმგებლობა მექნებოდა. ის ნორმები, რომელიც კონსტიტუციაში ამ საკითხს ეხება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, საკუთრების უფლება, კონსტიტუციაში ჩადებულია 1995 წლიდან, იმიტომ, რომ ეფუძნება უზენაეს პრინციპებს. წესით, არამხოლოდ ნათია თურნავამ, იქ სხვა ვიცე - პრეზიდენტებმა, ყველა ადამიანმა, უნდა იცოდეს, არაიურისტმაც კი ეს ფუძემდებლური პრინციპები“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობა დატოვეს. არჩილ მესტვირიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, ხოლო პაპუნა ლეჟავას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაუდასტურა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება