გიული ალასანია - ჩემი შვილი იმედიანადაა, საბრძოლო განწყობა აქვს - განაცხადა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება და ალბათ, ასეც იქნება

დღეში 2-ჯერ ვნახულობ ჩემს შვილს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, მორალურად ისეა განწყობილი - იმედიანადაა, საბრძოლო განწყობა აქვს აშკარად. გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვება. ალბათ, ასეც იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

კითხვაზე, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალებასთან დაკავშირებით ხომ არ შეხვედრია, ან ხომ არ შეხვდება, ალასანია ასე პასუხობს:

„აბა რა გითხრათ. შეწყალებაზე არ აქვს აზრი. მე ასე ვფიქრობ“,- განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა თანხების გაფლანგვასა და ფრენებთან დაკავშირებით ბრალდებებს, ალასანია ასე პასუხობს:

„დღეს იმასაც მეუბნებოდნენ, თითქოს, კოლუმბიაში იყო ნარკოდილერის თუ ნარკობარონის საფლავზე. კოლუმბიაში იყო კოლუმბიის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასული. ბევრ სხვა ადამიანსაც ხვდებოდა იმ პერიოდში“, - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, სარგებლობდა თუ არა ის ჩარტერული რეისებით, განაცხადა, რომ - „არა“.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში