ხობის მუნიციპალიტეტში, „მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე მკვლევართა ჯგუფი  გათხრებს აწარმოებს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულში „მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე მკვლევართა ჯგუფი არქეოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, რევაზ პაპუაშვილის ხელმძღვანელობით არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებს.

ხობის მერიის ინფორმაციით, მეცნიერებმა „მაჩხომერზე“ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბუკიას გააცნეს.

უწყების ცნობით, „მაჩხომერზე“ არქეოლოგიური კვლევები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, „მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსი ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლია, რომელიც IV-VI საუკუნეებით თარიღდება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის