ნიკა მელია - „ქართულმა ოცნებამ“ ამ პროცესის სახით, ბიძინა ივანიშვილს ერთგულებისა და ქვეყნის ღალატის ტესტი ჩააბარა

„ქართულმა ოცნებამ“ ამ პროცესის სახით, ბიძინა ივანიშვილს ერთგულებისა და ქვეყნის ღალატის ტესტი ჩააბარა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს აქციაზე განუცხადა.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლა და ამ პროცესში ახლა როგორც ოპოზიციის, ისე მთელი საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, დღეს მთავარი ეპიცენტრი უნდა იყოს ყველა ის არენა, სადაც ქართველი ხალხის ხმა იქნება გაგონილი ისე, რომელიც აისახება სწორი გადაწყვეტილების დაგვირგვინებაში, იქნება ეს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველი, ნებისმიერი სხვა ქალაქი, სხვა მოედანი, პარლამენტი თუ ასე შემდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ ამ პროცესის სახით, ბიძინა ივანიშვილს ერთგულებისა და ქვეყნის ღალატის ტესტი ჩააბარა. ჩვენთვის ამავე დროს არის ტესტი, რამდენად მზად ვარ შევეგუოთ თითქოს სახელმწიფო მოხელეების ბრმა ერთგულებას ივანიშვილისადმი, სადაც ისტორიული არჩევანი უკვე საბოლოოდ ფეხქვეშ ითელება. მომავლის პერსპექტივა ამ მოღალატეობრივი ხელისუფლების პირობებში კვდება. ეს არის ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების ღალატი. ვფიქრობ, აქ უკვე უკან დასახევი არ არის. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა რიგი საკითხებისადმი და ოპოზიციურ ფლანგზე რბილად რომ ვთქვათ, მკვეთრი დაპირისპირებისა, დარწმუნებული ვარ, ახლა ამ ფუნდამენტური საკითხის გარშემო ერთობა შედგება. მე ამ თვალსაზრისით აქტიურ მონაწილეობას მივიღებ. ერთობა ახლა არის საჭირო. ერთობა ნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ განადგურებას. ვფიქრობ, ხალხის გამოღვიძების პროცესი დაწყებულია. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ ამომრჩევლებს მოტივაციაზე წყალი გადაასხა. მათ ნამდვილად ვადაზე ადრე მოუწიათ დეკლარირება, რომ ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მიერ დაკვეთილი გეგმების შემსრულებლები. მეორე მხრივ, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დავალებებს ასრულებს“,-განაცხადა მელიამ.

გარდა ამისა, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა უნდა გადადგეს.

„თავმოყვარეობის შელახვასაც ლიმიტი აქვს. ვხედავთ, რომ რიგი სახელმწიფო მოხელეები ამხელა ცინიზმსაც ვეღარ უძლებენ და ხალხის მხარეს დგამენ ნაბიჯებს. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოება დავარწმუნოთ შემდეგში, რომ ჩვენ ადამიანებს კი არ ვიყენებთ, არამედ მიზანი არის ადამიანების კეთილდღეობა და მათი უკეთესი მომავალი. ვფიქრობ, ამ პროცესში ეს ჩვენ უნდა შევძლოთ და შევძლებთ. ნათია თურნავას თანამდებობიდან გადაყენება, გაგდება, ხალხის მიერ იძულება, რომ გადადგეს, არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მელიამ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა