ნიკა მელია - თაობები უახლოეს დღეებში ერთად ვიბრძოლებთ ყველა ქალაქში, სადაც დასჭირდება - წილი ნაყარია, შუალედური პოზიციის დაკავების სივრცე აღარ არსებობს

ოთარ ფარცხალაძეებმა ჩვენ ღირსება არ უნდა აგვყარონ და ვერც აგვყრიან, რადგან ღირსებაა, როდესაც შენ აგრძელებ დიდი წინაპრების ბრძოლას. ამ ბრძოლაში დიდიან პატარიანად ყველანი ვიქნებით , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე, ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მალე დაინახავს, რომ ხალხის ნება არის უპირატესი.

„ვფიქრობ, ახლა ქალბატონ თურნავას ოდნავი პასუხისმგებლობა მაინც რომ ჰქონდეს, აქ უნდა ბრძანდებოდეს და არ ეფარებოდეს ამ პოლიციელებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, გარდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა. მერე იტყვიან პოლიტიკოსი პოლიციელს ეკამათა, არ დაეთანხმა, კანონი დაარღვიაო. ღიად გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა, ყველა ადმინისტრაციული ორგანო ჩემია, რასაც მინდა იმას გავაკეთებო. რა კამათელსაც მინდა იმას გავაგორებ, თქვენ ხართ გარნირი ამ სახელმწიფოში, თქვენ ხართ წიწიბურა, შეეგუეთ ამ ფაქტსო. რამდენად შეეგუებით და დაუხრით თავს, ივანიშვილი უახლოეს პერიოდში ამას დაინახავს. დაინახავს, რომ ხალხის ნება არის უპირატესი. თავის დახრა აღარ იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისადმი. თაობები უახლოეს დღეებში ერთად ვიბრძოლებთ ყველა ქალაქში, სადაც დასჭირდება. წილი ნაყარია: რუსეთი, საქართველო და ცივილიზებული სამყარო. აქ შუალედური პოზიციის დაკავების სივრცე უბრალოდ აღარ არსებობს. არის პუტინი, საქართველოს ეროვნული ინტერესი და დასავლური ღირებულებები“, - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, დეპუტატებს აქვთ სურვილი, რომ ნათია თურნავას შეხვდნენ.

„დეპუტატებს აქვთ სურვილი, რომ ნათია თურნავასთან შეხვედრა მოითხოვონ. ის არ ჩამოდის? ვფიქრობ, ქალბატონი თურნავა უარს არ უნდა ამბობდეს. ვნახოთ, რამდენად მზად არის ის, რომ აქციის მონაწილეებთან ინტერაქციაში შევიდეს“, - განაცხადა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო