ბათუმში, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ლოზუნგით - "დამოუკიდებლობა კინოცენტრს" შეიკრიბნენ

“დამოუკიდებლობა კინოცენტრს”- ამ ლოზუნგით ბათუმში, კულტურის სფეროს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები სოლიდარობის აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, თბილისში პარლამენტთან შეკრებილ კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ.

შეკრებილების თქმით, კულტურის სფეროში თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკა მიმდინარეობს.

“თბილისში დიდი აქცია იმართება, ჩვენ კი ბათუმში სოლიდარობის აქციას ვმართავთ და მოთხოვნებს ვუერთდებით. აქ კულტურის სფეროს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები შევიკრიბეთ. წარვადგენთ მოთხოვნებს, რასაც მთავრობა და თეა წულუკიანი უგულებელყოფს. თბილისში სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს, ვაპროტესტებთ თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის და კინოცენტრის დამოუკიდებლობას მოვითხოვთ”, - აცხადებს მსახიობი თინა ლაღიძე.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს