მამუკა მდინარაძე - ვნახეთ პრეზიდენტის მცდელობა, დააბულინგოს ნათია თურნავა - იმ ადამიანებში, ვისი არჩეულიც არის ზურაბიშვილი, ერთეული აღარ მოიძებნება, ვისაც ის მოსწონს, მაშინ თავად უნდა გადადგეს

ჩვენ ვნახეთ კლასიკური მაგალითი დამოუკიდებელ ინსტიტუტზე ზეწოლისა და ზურაბიშვილის მცდელობა, დააბულინგოს თურნავა, - ასე ეხმიანება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი თურნავაზე "ფსიქოლოგიურ ზეგავლენას" ცდილობს.

"ჩვენ ვნახეთ კლასიკური მაგალითი დამოუკიდებელ ინსტიტუტზე ზეწოლის და მცდელობა იმისა, რომ დააბულინგოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი. საუბრობს რაღაც სპეკულაციებზე არარსებულზე, ცდილობს, ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, თან არგუმენტია, ჩემი წარდგენილია და ამიტომ უნდა გადადგესო. ვისი არჩეულიც არის ზურაბიშვილი, იმ ადამიანებში, ალბათ, ერთეული აღარ მოიძებნება, ვისაც მოსწონს ის და მისი ქმედებები, მაშინ თავად უნდა გადადგეს. აღარ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს "ქართული ოცნების" ხათრით და მისი ნდობით და ეს ნდობა მან ვერ გაამართლა", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო ფარცხალაძის მოქალაქეობის თაობაზე დასკვნას პრეზიდენტს წარუდგენს, თუკი ფარცხალაძე მოქალაქეობას დაკარგავს ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მასზე აღარ გავრცელდება და ძალით ჭმუნვებიც მოიხსნება, თუმცა ყველას ეცოდინება, "საქართველოს მოქალაქეს რაც არ უნდა სანქცია დაადონ მტკიცებულებების გარეშე", თუ ეროვნული სასამართლო დანაშაულს არ დაადასტურებს, სანქცია საქართველოს მოქალაქეზე არ გავრცელდება.

"ამასობაში ერთი ძალიან კარგი რამ მოხდა, ოთარ ფარცხალაძეს ეს ვეღარ შეეხება, სამაგიეროდ ყველას ეცოდინება, რომ საქართველოს მოქალაქეს რაც არ უნდა სანქცია მტკიცებულებების გარეშე დაადონ, თუ მის მიმართ ეროვნული სასამართლოს მიერ განაჩენი არ იქნება გამოტანილი და არ იქნება დადასტურებული რაიმე სახის დანაშაული, ვერ გავრცელდება ვერანაირი სანქცია.

ამ ხელოვნურმა აჟიოტაჟმა ის უზრუნველყო, რომ საქართველოს მოქალაქეები დაცულები იქნებიან მტკიცებულებების გარეშე სანქციებისგან, ვისგანაც არ უნდა იყოს მეგობრისგან თუ არამეგობრისგან, საქართველოს ყველა მოქალაქეს დაიცავს ეს გადაწყვეტილება, პრეცედენტი შედგა და ამიერიდან ვერავინ დაასანქცირებს ქვეყნის შიგნით ადამიანებს, რომლის მიმართაც წარმოდგენილი არ იქნება მტკიცებულებები", - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო