გერმანიის ელჩი - ევროკავშირის 130-ე მუხლი ადგენს სებ-ის დამოუკიდებლობას და ავალდებულებს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს პატივი სცენ ამ პრინციპს

გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის 130-ე მუხლი ევროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ადგენს და ავალდებულებს წევრი ქვეყნების მთავრობებს აღნიშნულ პრინციპს პატივი სცენ.

ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“იცოდე ევროკავშირის შესახებ.

ევროკავშირის ხელშეკრულების 130-ე მუხლი ადგენს სებ-ის დამოუკიდებლობას და ავალდებულებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს პატივი სცენ ამ პრინციპს”, - წერს გერმანიის ელჩი და შესაბამის მუხლის განმარტებას უთითებს.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს