დავით ბერძენიშვილი - როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ინტელექტის ნაკლებობას განიცდის, რადგან შეცდომას შეცდომაზე უშვებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ხელისუფლებას ინტელექტუალური შეცდომა მოუვიდა იმიტომ, რომ პრაქტიკულად, საპროტესტო ძალების მობილიზება მოახდინეს.

„დღეს საჯარო სივრცეში ყველაზე ყოჩაღი იყო საპარლამენტო ოპოზიცია. ლომის წილი იმ გადაწყვეტილებაში, რომ ფარცხალაძე პრაქტიკულად საქართველოს მოქალაქე აღარ არის, რომელიც მას უკანონოდ ჰქონდა შენარჩუნებული, რაც რუსეთის მოქალაქე გახდა, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციას ქალებსაც, კაცებსაც აქვთ. ქალებს სრული შემადგენლობით, კაცების საკმაო ნაწილს.

გარდა ამისა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო ძალიან ადეკვატური. ამას მოჰყვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების, ვიცე-პრეზიდენტის გადადგომა და ა.შ. მოკლედ, ყველაფერმა ამან ერთად დაარწმუნა საქართველოს ხელისუფლება, რომ რუსული კანონის არ იყოს, ახლაც უკან უნდა დაიხიოს. სხვა რამეა, ინტელექტის ნაკლებობას რომ განიცდის. აშკარად ინტელექტუალური შეცდომა მოუვიდათ მაშინაც და ახლაც იმიტომ, რომ პრაქტიკულად, საპროტესტო ძალების მობილიზება მოახდინეს როგორც პოლიტიკური ძალების, ისე არასამთავრობო სექტორის, მედიის ქვეყნის შიგნითა და გარეთ“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

კითხვაზე, რატომ უღირს თვითდაზიანების ფასად ხელისუფლებას ერთი ოთარ ფარცხალაძე, დავით ბერძენიშვილმა უპასუხა: „უტვინობის ამბავია“.

„როგორც ჩანს, აქვთ შიში, რომ სხვა ხელისუფალნიც აღმოჩნდნენ სანქციების ქვეშ. ახლა მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, თურნავას ბრძანების გაუქმება. საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო ოპოზიციის აქტიურობის შედეგად წარმატება მიღწეულია, მაგრამ ეს საკმარის არ არის და ახლა ეს პროცესი გასაგრძელებელია.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ხან ეს ბრძოლა მიიღწევა პარლამენტის კედლებით, ხან პარლამენტის კედლები არასაკმარისია და ამას მასობრივი პროტესტი სჭირდება. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია სტატუსის მიღება“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

გარდა ამისა, მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, თუ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში ჩატარდეს. ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან აქციების ორგანიზატორი ვერ იქნება.

„პატიმარ სააკაშვილთან პოლემიკას ვერიდები. მე მინდა მისი თავისუფლება. თავისუფალ პოლიტიკოს სააკაშვილთან, თუ ის კვლავ დააპირებს ქართულ პოლიტიკაში ყოფნას, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას, ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო და კვლავ იქნება ქართულ რეალობაში“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე განმარტებით, თუ არანაციონალური ოპოზიციის სერიოზული კონფიგურაცია ჩამოყალიბდება, მაშინ იქნება შესაძლებლობა, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო