ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 21 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს