ილია დარჩიაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ტანია ფაიონს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 78- სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ტანია ფაიონს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ხაზი გაესვა სლოვენიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ.

მინისტრმა სლოვენიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯების და განხორციელებული რეფორმების შესახებ, ასევე გააცნო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა.

განიხილეს რეგიონში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო და აღნიშნულის გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყანებს შორის ორმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის