გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი“ ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარს და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, ახალი პოლიტიკური სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ, აქტუალური განსახილველი თემები საკმაოდ ბევრია.

მაგრამ, რადგან ახლა ყველაზე განხილვადი თემა აშშ-ს მიერ სანქცირებულ ექს-პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება, ამ თემით უნდა დავიწყოთ. მას შემდეგ რაც ფარცხალაძეს აშშ-ს სანქცირებულთა სიაში მოხვდა და ამ გადაწყვეტილების მიღების სამოტივაციო ნაწილში ცხადად იყო ნათქვამი სანქცირებული ფარცხალაძე რუსულ ფე-ეს-ბესთანაა დაკავშირებული და გავლენას ახდენს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.

ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას შეეზღუდა წვდომა მის საბანკო ანგარიშებზე. ამაზე მმართველი გუნდის რეაქცია თავიდან უცნაურიც კი ჩანდა.

უცნაური, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვაზე, "პირდაპირ ეწინააღმდეგებასაქართველოს კონსტიტუციას“.

ამის შემდეგ კომერციულმა ბანკებმა მათთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღეს, რას იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებამ მათზე ზეწოლას ახორციელებდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მომხდარი?

- თავიდან კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული რას ნიშნავს სანქცირება ისეთი უწყებების ჩართულობით, როგორიც არის აშშ-ის სახელმწიფო ხაზინა. მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ ამ უწყების მხრიდან დეტალურად იქნება შესწავლილი ფინანსური სქემები რომელსაც ყოფილი გენპროკურორი იყენებს და იყენებდა.

ზოგადად, აშშ-ს სახელმწიფო სისტემა მხოლოდ ვარაუდების გამო არ დგამს ასეთ ნაბიჯებს, ეს არის ჩამოყალიბებული დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები შესაბამისად მუშაობენ. ამიტომ მტკიცებულებების არსებობის გარეშე ეს არ მოხდებოდა.

აშშ-ს სახელმწიფო სისტემა მხოლოდ ვარაუდების გამო არ დგამს ასეთ ნაბიჯებს, ეს არის ჩამოყალიბებული დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები შესაბამისად მუშაობენ. ამიტომ მტკიცებულებების არსებობის გარეშე ეს არ მოხდებოდა

საქმე გვაქვს უდიდესი ფინანსური ბერკეტებისა და ისტორიის მქონე ინსტიტუტთან, რომელიც აშშ-ის პოლიტიკაზეც უზარმაზარ გავლენას ახდენს, ასე რომ მისი ანგარიშებისა და ინფორმაციების მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება არავის არგებს.

რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს, მთელს ამ ისტორიაში ყველაზე საყურადღებო არის ის, რომ თუ არსებობს მტკიცებულებები, რომ ბატონი ფარცხალაძე რუსეთის გავლენის აგენტი, ან გნებავთ რუსულ ფეესბესთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანია, ეს არის აუცილებლად დეტალურად გამოსაძიებელი, ვინაიდან დიდი ალბათობაა მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპისა და საქმიანობის ქსელიც არსებობდეს საქართველოში.

რაც თავის მხრივ სერიოზულ კითხვებს ბადებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების საქმიანობაზე როგორიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მასში შემავალი კონსტრსადაზვერვო ერთეულები.

ამასთან ერთად, ყოფით დონეზე დიდი ხანია გაგონილი გვაქვს ყველას, თუ რამხელა გავლენას ფლობდა და შესაძლოა ახლაც ფლობს ეს ადამიანი საქართველოს ფინანსურ და ეკონომიკური ცხოვრების არა ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე.

საბოლო ჯამში, თქვენს მიერ ნახსენები საკანონმდებლო ცვლილებით ეროვნულმა ბანკმა ფაქტობრივად შექმნა სამართლებრივი ინსტრუმენტი რომელიც საშუალებას მისცემს დაიცვას საქართველოს ის მოქალაქეები რომელიც შესაძლოა მომავალში მოხვდნენ სანქცირებულია შორის, როგორც ჩანს, მმართველ გუნდს ამაზე უკვე აქვს ინფორმაცია.

ფარცხალაძის მიმართ სანქციების რეჟიმი მისი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემდგომ ალბათ განახლდება, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ამ ისტორიის მთავარი შედეგი არის სამართლებრივი ნიადაგის მომზადება მომავალში შესაძლო სანქცირებულ პირთა დასაცავად. სასამართლოზე არსებული სახელისუფლო კონტროლის პირობებში სავსებით ლოგიკური სხვლა იყო.

ფარცხალაძის მიმართ სანქციების რეჟიმი მისი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემდგომ ალბათ განახლდება, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ამ ისტორიის მთავარი შედეგი არის სამართლებრივი ნიადაგის მომზადება მომავალში შესაძლო სანქცირებულ პირთა დასაცავად. სასამართლოზე არსებული სახელისუფლო კონტროლის პირობებში სავსებით ლოგიკური სხვლა იყო

ამ პიროვნების ასე გამალებული დაცვა იმასაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ბატონი ფარცხალაძე სერიოზულ ინფორმაციებს ფლობს რამაც შეიძლება ხელისუფლების რეიტინგს მნიშვნელოვნად ავნოს, ამიტომ არც ეს დაშვება არის აზრს მოკლებული. - ადამიანები, ვინც საბანკო სისტემაში ჩახედულია საუბრობენ იმაზე, რომ კომერციული ბანკები, ეროვნული ბანკი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ბანკებსა და კომერციულ ბანკებთან არიან დაკავშირებული, არა მარტო რეპუტაციული ზიანი მიადგებათ, არამედ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ლარის კურსზეც აისახება.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და ერთმა მრჩეველმა მიიღეს გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს გადადგომები და რამდენად შეიძლება აისახოს ეროვნულ ბანკში განვითარებული პროცესები ლარის კურსზე?

- როგორც ჩანს, ეროვნულ ბანკში პროცესების გარკვეული გარე ზეწოლის შემდეგად განვითარდა, იგივე ზემოთ ნახსენები საკანონმდებლო ცვლილების ჭრილში, სწორედ ამიტომ იქ მომუშავე ადამიანთა ჯგუფს პროტესტის შეგრძნება გაუჩნდათ. შესაბამისად, მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება არ ყოფილიყვნენ აღნიშნული პროცესების თანამონაწილე. ასე ჩანს გარედან ეს პროცესი.

რაც შეეხება ლარის კურსს, დეტალურად მე ვერ ვისაუბრებ შესაძლო გავლენაზე ლარის კურსის თვალსაზრისით, ამაზე სჯობს კომენტარი დარგის სპეციალისტებმა გააკეთონ.

თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ვალუტის კურსი მგრძნობიარეა მკვეთრი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მიმართ და ბუნებრივია, როდესაც საქმე საბანკო სექტორის პოტენციურ სანქციებს შეიძლება შეეხოს, ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება ქვეყნის ფინანსურ გარემოსა და ვალუტის კურსზეც.

ვალუტის კურსი მგრძნობიარეა მკვეთრი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მიმართ და ბუნებრივია, როდესაც საქმე საბანკო სექტორის პოტენციურ სანქციებს შეიძლება შეეხოს, ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება ქვეყნის ფინანსურ გარემოსა და ვალუტის კურსზეც

- ფაქტია, რომ ფარცხალაძის გამო ხელისუფლება არ უფრთხილდება ქვეყანაში ლამის ყველაზე გამართულ საბანკოს სისტემას.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძესთან მიმართებაში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება აბსურდულია. სანქცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის არ არის ან ყოველთვის არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგი და პრეზუმფცია არაფერ შუაშია.

ის, რომ პირი სანქცირებულია, არ გულისხმობს, რომ იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა - ან უერთდები და აღასრულებ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ან არა. საგარეო პოლიტიკის თავსებადობის საკითხია.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის საბანკო სისტემის მდგრადობასა და ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებულ ფარცხალაძესთან მეგობრობას ამჯობინებს?

- ეს ალბათ მათ უნდა ვკითხოთ. საძიებელია ბატონი ფარცხალაძის პიროვნული კავშირები რომელიც მას მმართველი გუნდის წევრებთან, ან ყოფილ წევრებთან აკავშირებს. როგორც ვივარაუდე, გამორიცხული არც ის არის, რომ ბატონი ფარცხალაძე სერიოზული ინფორმაციის მატარებელიც იყოს.

თუ ჩვენ გავყვებით ლოგიკას, რომ ფარცხალაძე მართაც წარმოადგენდა რუსულ ინტერესებს საქართველოში, წარმოიდგინეთ მისი კავშირები და საქმიანობა რამდენ საიდუმლოს ინახავს. პოტენციურად შეუძლია არა ერთი მასთან დაკავშირებული ქართველი პოლიტიკოსის დისკრედიტირება და მათი აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირება, რაც ქვეყნის ღალატის ტოლფასი საქმეა.

თუ ჩვენ გავყვებით ლოგიკას, რომ ფარცხალაძე მართაც წარმოადგენდა რუსულ ინტერესებს საქართველოში, წარმოიდგინეთ მისი კავშირები და საქმიანობა რამდენ საიდუმლოს ინახავს. პოტენციურად შეუძლია არა ერთი მასთან დაკავშირებული ქართველი პოლიტიკოსის დისკრედიტირება და მათი აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირება, რაც ქვეყნის ღალატის ტოლფასი საქმეა

სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა განცხადება, რომელიც მიანიშნებს პირდაპირ, რომ ის პირებიც ვინც ფარცხალაძესთან გადარიცხვებში ფიგურირებენ სანქცირების რისკის ქვეშ არიან. ამიტომ მთელს ამ ისტორიაში უმნიშვნელოვანესია, რომ გამოძიებულ იქნას ბატონი ფარცხალაძის კავშირები რუსეთთან და მეორეს მხრივ, საქმიანობა ქვეყნის შიგნით.

მეტი დეტალების არ არსებობის პირობებში ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია ამ საკითხების შესახებ, ამიტომ აქ გავჩერდები. ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში.

ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თემაზე მინდოდა საუბრის გაგრძელება, მაგრამ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან ელოდება იმას, რომ ჩამოართმევს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას.

იმის გათვალისწინებით რაც ხდება ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ძნელი წარმოსადგენია ხელისუფლებამ ფარცხალაძეს მოქალაქეობა ჩამოართვას. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საქართველოს იცავს. თან პარალელურად იმეორებს - ომი გინდათ?

მმართველი გუნდი კარგა ხანია აცხადებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ახლა როცა ხელისუფლება ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებებს ითხოვს, გაუგებარია, რატომ ერთხელ არ იზრუნა, იმის დასადასტურებელი მასალების გასაჯაროებაზე, რომ „გლობალური ომის პარტია“ საქართველოს ომში ჩართვას ითხოვს?

თუ ხელისუფლებამ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ ჩამოართვა, ამის შემდეგ სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- დიდი ალბათობით ჩამოართმევს და სანქციების რეჟიმიც განახლდება მის მიმართ, თუ ასე არ მოხდა, მაშინ ეს ნიშნავს პირდაპირ დაპირისპირებას როგორც საზოგადოებრივი და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შესაბამის უწყებებთან. ასევე, რისკის ქვეშ დააყენებს მთელს საბანკო სექტორს, რამაც ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას.

ხელისუფლება მუდამ თავს იწონებს იმით, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს ზედმიწევნით იცავს, ეს ფაქტი ამ წარმოდგენაც დააზიანებს, რაც არა მგონია ხელისუფლების ინტერესებში იყოს, ამიტომ ველოდები რომ ბატონ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდება.

ხელისუფლება მუდამ თავს იწონებს იმით, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს ზედმიწევნით იცავს, ეს ფაქტი ამ წარმოდგენაც დააზიანებს, რაც არა მგონია ხელისუფლების ინტერესებში იყოს, ამიტომ ველოდები რომ ბატონ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდება

რაც შეეხება გლობალური ომის პარტიას, საინტერესოა ვინმემ იქნებ დაასახელოს რეალობაში რა ძალები არიან ამ ეფემერული პარტიის უკან და ვინ მოღვაწეობენ მასში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დამკვიდრებული რუსული პროპაგანდის კლიშეებით საუბარი ძალიან არა სერიოზულია.

ყველაფერი ეს ემსახურება ამომრჩევლის ყურადღების გადატანას რეალურად არსებული პრობლემებიდან ჰიპოთეზურ საგარეო საფრთხეებზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. საერთოდ ამ თემით ვინც სპეკულირებს, ახლოსაც არ ჩაუვლიათ ომის, როგორც ფენომენის გაგებასთან და მის ცოდნასთან, ამიტომ ეს ყველაფერი გარე პროფესიონალური თვალისთვის ძალზედ კომიკურად გამოიყურება. მსგავს პარტიაზე საუბარი მხოლოდ იაფფასიან რუსულ დოკუმენტურ ფილმებშია აქტუალური.

რაც შეეხება გლობალური ომის პარტიას, საინტერესოა ვინმემ იქნებ დაასახელოს რეალობაში რა ძალები არიან ამ ეფემერული პარტიის უკან და ვინ მოღვაწეობენ მასში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დამკვიდრებული რუსული პროპაგანდის კლიშეებით საუბარი ძალიან არა სერიოზულია... მსგავს პარტიაზე საუბარი მხოლოდ იაფფასიან რუსულ დოკუმენტურ ფილმებშია აქტუალური

- მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა მთავრობასთან შეუთანხმებელი ევროპული ვიზიტების განხორციელებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.

არადა, ვიცით, რომ პრეზიდენტის ვიზიტები ევროპაში ქვეყნის ევროკავშირში პერსპექტივის ლობირებას უკავშირდებოდა. ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია.

საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტიის სარჩელი მიიღო. უკვე ცნობილია ვინ უხელმძღვანელებს პრეზიდენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბორელთან შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „ეს პროცედურა ფორმალურ ხასიათს ატარებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სერიოზულად არის განწყობილი.

სავარაუდოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო? და თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სარჩელი დააკმაყოფილა, ამ შემთხვევაში რა სურათს ვიღებთ?

- გამიჭირდება ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა, ვფიქრობ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მასში კონსტიტუციონალიზმის ირგვლივ მსჯელობები, მხოლოდ ფონია. ვფიქრობ საკმარისი ხმების დაგროვება მმართველ გუნდს გაუჭირდება.

ვფიქრობ, საქმე პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე არ მივა, თუმცა ამის საბოლოოდ გამორიცხვა არ შეიძლება

ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, ან მისი რეალიზაცია პირდაპირ ხელს შეუწყობს სალომე ზურაბიშვილის, როგორც ასე ვთქვათ, უსამართლოდ დევნილი პოლიტიკოსის რეიტინგის ზრდას და არ გამოვრიცხავ, რომ ეს დამატებითი სტიმული გახდეს შემდგომში პრეზიდენტის ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფრო გასააქტიურებლად და ახალი პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად, ამიტომ დასაფიქრებელია პრაგმატულად ვის რა აწყობს.

ვფიქრობ, საქმე პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე არ მივა, თუმცა ამის საბოლოოდ გამორიცხვა არ შეიძლება.

- ისევ ეროვნული ბანკში განვითარებულ ამბებით უნდა დავიწყო შემდეგი კითხვა. მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძესთან თავის საბანკო ანგარიშებზე აღუდგინა წვდომა, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „იწყებს კონსულტაციებს ყველასთან, ვისთვისაც ქვეყნის დასავლური მომავალი მნიშვნელოვანია“,

როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძემ, როგორც ქვეყანაში ყველაზე წარმატებული „თი-ბი-სის“ ბანკის დამფუძნებელმა კარგად იცის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მკვეთრად გაუარესებას. როგორც ჩანს, ეს ესმოდათ ეროვნული ბანკის აწ უკვე ორ გადამდგარ ვიცე-პრეზიდენტებს.

„ლელომ“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დაიწყო საპროტესტო აქციები. მსგავსი განცხადებები გაკეთეს „ნაცმოძრაობა“ -„გამარჯვების ფორმულის“ ლიდერებმა.

ვხედავთ, რომ ფარცხალაძის ისტორიამ დააჩქარა პოლიტიკური პროცესი. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა სცენარით განვითარდება პროცესები?

- საერთო ჯამში, ნათლად ვხედავთ რომ ქართული ოპოზიცია კრიზისშია, შეიძლება ითქვას რომ შინაარსისგან დაცლილი და წარსულზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგით.

ამიტომ მიუხედავად დღეს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევებისა, ნამდვილად არ ველოდები, რომ ოპოზიციის აქციები, ან ზოგადად დღეს არსებული ოპოზიციის მცდელობები რაიმე ძირეულ ცვლილებას მოიტანს.

თუ ქართული ოპოზიციური სპექტრი მთლიანად არ გადაიაზრებს არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, იგი განწირულია სრული მარცხისათვის, რომელიც მას 2024 წლის არჩევნებზე ელოდება.

თუ ქართული ოპოზიციური სპექტრი მთლიანად არ გადაიაზრებს არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, იგი განწირულია სრული მარცხისათვის, რომელიც მას 2024 წლის არჩევნებზე ელოდება ? ? ?

თუ ხელისუფლება არ დაუშვებს ფატალურ შეცდომებს, დღეს არსებული მოცემულობით, ოპოზიცია მას სერიოზულ კონკურენციას ვერ გაუწევს. მას ამის არც რესურსი აქვს და არც პოლიტიკური კაპიტალი. ვფიქრობ ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვანი გადახალისების და შინაარსობრივი განახლების დროა.

- მნიშვნელოვანი ცვლილებებია რეგიონში, აზერბაიჯანმა ფაქტობრივად დაასრულა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და კონტროლს ამყარებს ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზეც. რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა პროცესებმა საქართველოზე?

- ჩვენი შიდაპოლიტიკური მღელვარების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, კერძოდ ბაქომ კონტროლის დამყარება დაიწყო ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე. ანუ პირველად მომსწრე ვხდებით პოსტსაბჭოთა სივრცეში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფაქტის.

ბაქომ კონტროლის დამყარება დაიწყო ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე. ანუ პირველად მომსწრე ვხდებით პოსტსაბჭოთა სივრცეში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფაქტის

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის თემა ათწლეულების განმავლობაში ერევანს ფაქტობრივად მოსკოვის ტყვეობაში ამყოფებდა, რომელიც მისი უსაფრთხოების მთავარ გარანტორს წარმოადგენდა, თუმცა შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, ერევანში კარგად ხედავენ უკვე, რამდენად არ შეიძლება მოსკოვის ნდობა და რა შედეგები დაუდგათ ამის გამო.

ამიტომ, ვფიქრობ ყარაბაღის პრობლემისგან განთავისუფლების შედეგად, ნიკოლ ფაშინიანს და ზოგადად სომხეთს ეძლევა ისტორიული შესაძლებლობა დაადგეს დემოკრატიული განვითარების ახალ გზას, რომელიც გულისხმობს მისი მოსკოვზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას, დაახლოებას დასავლეთთან, რეგიონულ პროექტებში ჩართულობას და თურქეთთან ურთიერთობების აღდგენას, ამ ყველაფერმა ერევანს შეიძლება სრულიად ახალი პერსპექტივები გაუჩინოს.

ვფიქრობ, ყარაბაღის პრობლემისგან განთავისუფლების შედეგად, ნიკოლ ფაშინიანს და ზოგადად სომხეთს ეძლევა ისტორიული შესაძლებლობა დაადგეს დემოკრატიული განვითარების ახალ გზას, რომელიც გულისხმობს მისი მოსკოვზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას, დაახლოებას დასავლეთთან, რეგიონულ პროექტებში ჩართულობას და თურქეთთან ურთიერთობების აღდგენას, ამ ყველაფერმა ერევანს შეიძლება სრულიად ახალი პერსპექტივები გაუჩინოს

დღეს მნიშვნელოვანია, რომ ფაშინიანმა შეძლოს, ძალაუფლების შენარჩუნება და არ მოხდეს პრორუსული ძალების კონტრ რევანში. ეს შეიძლება ახალი ურთიერთობების დასაწყისი გახდეს რეგიონში შორს მიმავალი შედეგებით, რომელიც პირველ რიგში მოსკოვის ინტერესებს დაარტყამს.

ჯამში, როგორც ვხედავთ კიდევ ერთხელ იცვლება რეგიონული ბალანსი საქართველოსთვის და ჩვენ ამ ყველაფრისთვის შიდა პოლიტიკური რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის პირობებში ვხდებით.

აუცილებელია თბილისი დეტალურად აკვირდებოდეს მოვლენებს და შესაბამის ვარიანტებს ამუშავებდეს. მოგეხსენებათ, ჩინეთიც ცდილობს საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობების ახალ საფეხურზე ავიდეს. არც თურქეთი დარჩება განზე მოვლენების და ირანის შეეცდება საკუთარი ინტერესების შეძლებისდაგვარად დაცვას.

აუცილებელია თბილისი დეტალურად აკვირდებოდეს მოვლენებს და შესაბამის ვარიანტებს ამუშავებდეს. მოგეხსენებათ, ჩინეთიც ცდილობს საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობების ახალ საფეხურზე ავიდეს. არც თურქეთი დარჩება განზე მოვლენების და ირანის შეეცდება საკუთარი ინტერესების შეძლებისდაგვარად დაცვას

ყოველივე ეს, გვაძლევს საკმაოდ ჩახლართულ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მაქსიმალური სიმტკიცით უნდა შეხვდეს. თუმცა, ამის საპირისპიროდ სახეზე გვაქვს გაუმართლებელი შიდაპოლიტიკური კინკლაობა რომელსაც დასასრული არ უჩანს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი