ქუთაისში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა

ქუთაისში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასსაფეხურიან კიბესთან ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

„ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა და ვიცე-მერმა, დავით ერემეიშვილმა "ზაფხულის ლიდერთა სკოლის" მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. დღის ბოლოს მუსიკალური ჯგუფების „GAGA FRANI“ და „REGGAEON“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქუთაისის ახალგაზრდული ფესტივალის - Kutaisi Youth Festival -ის მიერ იყო ორგანიზებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა