ანა ბუჩუკური - ყველამ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით მოვითხოვოთ, გაუქმდეს ნათელა თურნავას რუსული ბრძანება! - ამ რუსული ბრძანების მიზანია 20-25 ადამიანის დაცვა

ივანიშვილის დადგმული სპექტაკლის ერთადერთი მიზანია თავად ივანიშვილის და მისი თანამზრახველებისთვის საერთაშორისო სანქციებისგან იმუნიტეტის შექმნა კორუფციით ნაშოვნი ფულის გადასარჩენად, საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე!- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავარი მოთხოვნა თურნავას ბრძანების გაუქმება უნდა იყოს.

„საქართველოს მოქალაქეები ბოლო 2 დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის მოწმენი გავხდით. ამ სპექტაკლის ერთადერთი მიზანია თავად ივანიშვილის და მისი თანამზრახველებისთვის საერთაშორისო სანქციებისგან იმუნიტეტის შექმნა კორუფციით ნაშოვნი ფულის გადასარჩენად, საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე!

რუსეთის „ეფესბეს“ აგენტის, დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა თავად ფარცხალაძისა და „ოცნებისთვის“ იდეალური გამოსავალია - ამ გადაწყვეტილებით ოთარ ფარცხალაძე გადის საქართველოს იურისდიქციიდან და პრაქტიკულად გამოირიცხება მის მიმართ საგამოძიებო, საპარლამენტო თუ სხვა რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირების მოხდენა.

რა არის დღეს რეალურად მთავარი?- ნათელა თურნავას ხელით გამოცემული რუსული ბრძანებით საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ფინანსური სანქციების გავრცელება შეიზღუდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ - მომავალში „ოცნების“ ბოსების დასანქცირების შემთხვევაში ფინანსური შეზღუდვები მათზე ვერ გავრცელდება. ამ რუსული ბრძანების მიზანია 20-25 ადამიანის დაცვა, შედეგად კი მძიმე ფასის გადახდა საქართველოს მოქალაქეებს უწევთ - რუსულმა ბრძანებამ უკვე გამოიწვია ქვეყნისთვის ათეულობით მილიონი ლარის ზიანი სავალუტო ბაზარზე რყევებით, ასევე გამოიწვია ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება. მომავალში ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგები დადგება - მათ სესხებზე გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება და ინფლაციის შედეგად ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამიტომაც მთავარი მოთხოვნა ნათელა თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება უნდა იყოს!

მოვუწოდებთ ყველას, ზოგი შეგნებულად, ზოგიც მისდა უნებურად, ნუ გახდებით ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლის მონაწილე და ყველამ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით მოვითხოვოთ, გაუქმდეს ნათელა თურნავას რუსული ბრძანება!

ჩვენი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს წერილობით მოსაზრებას ანუ გამოიყენებს ე.წ. სასამართლო მეგობრის ბერკეტს უკვე დაინიცირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც ნათელა თურნავას რუსული ბრძანების გაუქმებას ითხოვს,“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო