მამუკა ხაზარაძე და ირაკლი კუპრაძე ლაგოდეხელებს შეხვდნენ

პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებს.

პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ლაგოდეხელებს შეხვდნენ.

ინფორმაციის თანახმად, მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. ლაგოდეხელების მთავარი სათქმელი იყო, რომ რეგიონი და ქალაქი ხელისუფლებისგან მიტოვებულია.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, მოსახლეობას მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ სიტუაცია სასწრაფოდ შესაცვლელია და პირველ რიგში, ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ადგილობრივების პრობლემების მოგვარება მხოლოდ „ქართული ოცნების“ გასტუმრების შემდეგ შეიძლება.

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არის თითქმის იგივე პრობლემები, რაც სრულიად საქართველოში. ეს არის სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, უიმედობა და, რაც ყველაზე მთავარია, რამაც დამაიმედა, არის განწყობა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. გუშინ ვიყავით თბილისის ერთ-ერთ უბანში, დღეს ლაგოდეხში ვართ და ეს ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩამოვალთ რამდენიმე ჯერზე ერთსა და იმავე ადგილას იმისათვის, რომ ადამიანებს დავუბრუნოთ რწმენა, იმედი, რომ ეს და ამ მდგომარეობაში ყოფნა არის შეუძლებელი.

გამოსავალი არის რუსული ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის, რუსეთის პრაქტიკულად ჩინოვნიკის საქართველოში, ხელისუფლებიდან ჩამოშორება „ქართული ოცნების“ სახით - ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ამაზე ვისაუბრეთ.

რაც შეეხება პრობლემებს - ახლა სადაც ვდგავართ, ამოდის ფეკალიები, არ არის კანალიზაცია, წყლის მომარაგება... ფერმერებს შევხვდი და არის უზარმაზარი პრობლემები ხორბლის დამზადების მიმართულებაში. არანაირი მხარდაჭერა იმისათვის, რომ ადამიანი არ აღმოჩნდეს ბანკროტობის წინაშე, როცა ამხელა შრომას დებს, არ არსებობს. ეს ეხება მეხორბლეებს და უამრავი სხვა კულტურის მომყვან ადამიანებს.

ყველაფერი მოშლილია ქვეყანაში. რაც მუშაობს არის კორუფცია, ბიუჯეტში ხელის ფათური, ე.წ. ატკატები და ჩაწყობილი ტენდერები და, რაც ყველაზე მთავარია, რუსეთის დავალების შესრულება, დიდ პოლიტიკაზე რომ ვისაუბროთ,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო