ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია სისუსტის ფონზე ყველაფერზეა წამსვლელი, კაცი შეიძლება მოკლან, რომ ვითარების ადუღება სცადონ - რაც შეეხება გუშინდელ აქციას, 200 კაცზე მეტი ვერ მოატყუეს და ვერ გამოიყვანეს ქუჩაში

რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით - სისუსტის ფონზე არიან ყველაფერზე წამსვლელები, კაცი შეიძლება მოკლან იმისათვის, რომ რაღაცნაირად სცადონ ვითარების ადუღება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან დაჯდომისკენ და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისკენ მოუწოდებს.

კობახიძის განმარტებითვე, „სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც განწირულია“.

„სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც განწირულია, ბუნებრივია, მაგრამ რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით. ისინი სისუსტის ფონზე არიან ყველაფერზე წამსვლელები, ნებისმიერ მძიმე [დანაშაულზე], კაცი შეიძლება მოკლან. ყოველგვარი გადაჭარბებების გარეშე, არ მოუკლავთ თუ რა? კაცი შეიძლება მოკლან იმისათვის, რომ რაღაცნაირად სცადონ აქ ვითარების ადუღება. არაფერი გამოუვათ, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ გუშინ გამართულ აქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ოპოზიციამ ათასი ტყუილის ფონზე, 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანა ქუჩაში“.

„გუშინ იმდენი ტყუილი უთხრეს საზოგადოებას, მთელი დღის განმავლობაში ატყუებდნენ, რომ დეპოზიტები გაეყინებოდათ, რაღაცა ბარათით ვეღარ გადაიხდიდნენ. ათასი სისულელე უთხრეს საზოგადოებას. ამდენი ტყუილის ფონზე, 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანა ქუჩაში. მათ ხომ შეუძლიათ საკუთარი მხარდამჭერები მაინც მოატყუონ. მათაც ვეღარ ატყუებენ. ამდენი ტყუილი უთხრეს, თან მძიმე შიშები უნდა შეექმნათ, ისეთ რაღაცებს ეუბნებოდნენ. 200 კაცზე მეტი ვერ მოატყუეს და ვერ გამოიყვანეს ქუჩაში. საზოგადოება ძალიან გამოცდილია უკვე და მათ შორის ასეთ ტყუილებსაც აღარ იღებს, ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. შესაბამისად, მორიგ ჯერზე ეს აქცია ჩავარდა“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო