23-25 სექტემბერს საქართველოში ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება

მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ, 23-25 სექტემბერს საქართველოში ყველაზე დიდი ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 100-მდე კომპანია, რომელიც გთავაზობთ ახალ ბიზნეს შესაძლებლობებსა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ჩინეთიდან.

გამოფენა აერთიანებს 8 მთავარ სექტორს:

სამშენებლო მასალა და ტექნიკა

ტექსტილი

სამომხმარებლო პროდუქცია

სასოფლო-სამეურნეო სარწყავი ტექნოლოგიები

სამრეწველო აღჭურვილობა და მზის პანელები

საყოფაცხოვრებო პროდუქცია

ავტო ნაწილები

შრომის უსაფრთხოების პროდუქცია

როგორც გამოფენის ორგანიზატორები (Kanchen International Exhibition Group -) გვიყვებიან, ღონისძიება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და ახალ საფეხურზე გადასვლას.

ეს ღონისძიება ვიზიტორებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გააფართოვონ პროფესიული კავშირები და ადგილზე მიიღონ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მათ ჩამოაყალიბონ მომავალი ბიზნეს ხედვები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება შეხვდნენ ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს და ადგილზე გაეცნონ ექსკლუზიურ პროდუქტებს ჩინეთიდან.

ამას გარდა „ჩინურ ნაწარმის გამოფენა არა მხოლოდ გამორჩეულ ღონსძიება არამედ ქართულ-ჩინური მეგობრობის სიმბოლოა. გამოფენა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

წარმატებული თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის მოქალაქეებს.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

თარიღი: 23-25 სექტემბერი, 2023

საათები: 11:00-18:00

მისამართი: ა.წერეთლის #118, ExpoGeorgia

მე-11 პავილიონი

(R)

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის