ჩვენ და უკრაინელ ხალხს როგორც არასდროს, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ წინსვლა გვაერთიანებს - ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევა, რომელიც ამ სტრატეგიულ ღერძს ასუსტებს, მიუღებელი, უღირსი და, უბრალოდ, არასწორია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო და უკრაინა ერთმანეთის დახმარებაზე უნდა კონცენტრირდეს და არა დაუძლურებაზე.
„ჩვენ და უკრაინელ ხალხს საერთო მიზანი გვაქვს. ჩვენ, როგორც არასდროს, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ წინსვლა გვაერთიანებს. ეს ჩვენი საერთო ინტერესების სტრატეგიული ღერძია. ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევა, რომელიც ამ სტრატეგიულ ღერძს ასუსტებს, მიუღებელი, უღირსი და, უბრალოდ, არასწორია. ჩვენ ერთმანეთის დახმარებაზე და არა დაუძლურებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.