შალვა პაპუაშვილი - ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში გაუგებრობა ბოლო ორიოდე წელიწადში არ წარმოშობილა, უკრაინის მთავრობები იფარავდნენ გაქცეულ ქართველ პოლიტიკოსებს, ყველაზე ცნობილი სააკაშვილის შემთხვევაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში გაუგებრობა ბოლო ორიოდე წელიწადში არ წარმოშობილა და ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინის მთავრობები გაქცეულ ქართველ პოლიტიკოსებს იფარავდნენ.

როგორც პაპუაშვილი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, ყველაზე ცნობილი შემთხვევა მიხეილ სააკაშვილისაა და ამასთან, უკრაინის მთავრობამ შეიფარა ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.

„ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში გაუგებრობა არ წარმოშობილა ბოლო ორიოდე წელიწადში. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე, უკრაინის მთავრობები, ერთმანეთის მიყოლებით იფარავდნენ გაქცეულ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც სერიოზული დანაშაულებისთვის იძებნებოდნენ საქართველოს მიერ. ყველაზე ცნობილი მათ შორის სააკაშვილის შემთხვევაა, რომელმაც ქართული პასპორტი უკრაინის მოქალაქეობაზე გაცვალა, ოდესაში სარგებლიანი გუბერნატორობა მიიღო და გამუდმებით ურევდა პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში. უკრაინის მთავრობამ ასევე შეიფარა სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად ახალი პოლიტიკური სკანდალის ცენტრში მოექცა.

სამივეს სერიოზული ბრალდებები ჰქონდა წაყენებული ისეთი დანაშაულებისათვის, როგორებიცაა მასობრივი ძალადობის, ბიზნესის რეკეტის, გატაცების, ციხეებში წამების, ძალით გაკოტრების, ცემის, საკუთრების უკანონო და ძალადობრივი წართმევის, სახელმწიფო თანხების გაფლანგვის და, ბოლოს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეებია. ეს ბრალდებები კარგად დოკუმენტირებული და დასაბუთებული იყო, მაგრამ სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე არამცთუ თავისუფლად ცხოვრობდნენ უკრაინაში, არამედ მაღალი სახელმწიფო თანამდებობებიც კი მიიღეს, შესაბამისად, უკრაინის რეფორმების სახელმწიფო საბჭოში (რომელსაც სააკაშვილი დღემდე ოფიციალურად ხელმძღვანელობს), პროკურატურასა და კონტრდაზვერვის სამსახურში. არც ერთი მათგანი არ გადმოუციათ საქართველოსთვის, ბევრი მოთხოვნის მიუხედავად.

გარდა ამისა, უკრაინელი ოფიციალური პირების ქართულ პოლიტიკაში ჩარევის სხვა შემთხვევებიც გვახსოვს. დამნაშავეების შეფარების გარდა, უკრაინელი თანამდებობის პირები და დიპლომატები, საჯარო განცხადებებში, ცდილობდნენ რიტორიკულად გაემიჯნათ ერთმანეთისაგან საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი. არამეგობრული და არაპროვოცირებული ჟესტი იყო უკრაინის ელჩის გაწვევა თბილისიდან რუსეთის შეჭრიდან ცოტა ხნის შემდეგ; ხოლო ერთი წლის შემდეგ კი საქართველოს ელჩის ფაქტობრივი გამოძევება კიევიდან, რამაც დამატებითი საწვავი მისცა რადიკალური ქართული ოპოზიციის ძალადობრივ დღის წესრიგს. მეტიც, უკრაინის მთავრობას არასოდეს უარუყვია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, დანილოვის, გამაოგნებელი განცხადება: “საქართველო და სხვები საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ ყოფილიყვნენ დაკავებულნი... ეს ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარებოდა, რადგან მათ [რუსებს] სხვა რამეც ექნებოდათ საკეთებელი, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების დანგრევის, ჩვენი ბავშვებისა და ქალების დახოცვის გარდა“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო