ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, მსოფლიო ბანკის (WB) ახალ რეგიონულ დირექტორთან, როლანდ პრაისთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელი, აბდულაზიზ ფაგი.

„შეხვედრის მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მსოფლიო ბანკის პროგრამების ფარგლებში, მუნიციპალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების შესრულების პროგრესსა და შედეგებზე. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ამ პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის რეგიონების განვითარებისათვის.

როლანდ პრაისმა დადებითად შეაფასა მიმდინარე პროექტების შესრულების პროგრესი და აღნიშნა, რომ ეს შედეგები თანამშრომლობის გაფართოვების კარგ შესაძლებლობას იძლევა.

ირაკლი ქარსელაძემ მსოფლიო ბანკის დირექტორს რეგიონში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მრავალწლიანი მხარდაჭერისათვის და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს რამდენიმე პროგრამას. პროგრამები მოიცავს, როგორც საბაზისო (საგზაო, წყალმომარაგების და სხვა) ინფრასტრუქტურის, ისე ტურისტული ობიექტების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი