“გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში ბალტიის სახელმწიფოებში შეხვედრები გრძელდება

“გამარჯვების პლატფორმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ბალტიის სახელმწიფოებში დიპლომატიურ შეხვედრებს აგრძელებს.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლატვიაში ვიზიტის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და “სტრატეგია აღმაშენებლის” საერთაშორისო მდივანი, სერგო ჩიხლაძე ვილნიუსში ჩავიდნენ და ლიეტუვის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართეს.

“გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენელთა ბალტიური ტურნეს მიზანია, შეინარჩუნონ საქართველოს მეგობართა მხარდაჭერა, რომ ქვეყანამ შემოდგომაზე ევროკავშირის წევრობის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ. ქართველი ხალხის უმრავლესობა, მისი ევროპელი მეგობრები და ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდებიან, რომ საჭირო რეფორმები გაატაროს და ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ბალტიური ტურნეს ფარგლებში “გამარჯვების პლატფორმის” გზავნილები მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ მოიპოვოს სტატუსი და ქართველმა მიიღოს გრძელვადიანი სტაბილური მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია. ამას წინ ეღობება პოლარიზაცია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოხატულება პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პატიმრობაა, ოლიგარქ ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება და მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებაა“, - აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარტიის ცნობით, რიგისა და ვილნიუსის შემდეგ, ჭიაბერაშვილი და ჩიხლაძე შეხვედრებს ტალინში გამართავენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო