შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე და NGO-ებზე - ისინი თავს ამ ქვეყნის შვილებად და საზოგადოების წევრებად აღარც თვლიან - სხვა ჰიმნებს მღერიან, სხვა დროშაზე იფიცებენ, სხვა გერბთან დგებიან

ჩვენ ვიხილეთ მთელი კასკადი საბოტაჟისა და კრიზისის შექმნის მცდელობისა, რომელიც ერთ დღეში ჩაეფუშათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პროცესმა აჩვენა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და გავლენიანი NGO-ებისთვის საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე მეტი ნდობა სხვა ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოებს აქვთ.

„ყველამ დაინახა ერთი რამ, რომ სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში ჩამოგვიყალიბდა ადამიანების ჯგუფი, ვგულისხმობ პოლიტიკოსებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ აბსოლუტური გაუცხოება საკუთარი ხალხის მიმართ. ისინი ფაქტობრივად თავს ამ ქვეყნის შვილებად და ამ საზოგადოების წევრებად აღარც თვლიან. მათთვის სხვა სახელმწიფოს ამა თუ იმ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას. ეს არის ყველაზე სამწუხარო რეალობა.

ჩვენ დაახლოებით ერთ წელიწადში გვექნება საპარლამენტო არჩევნები. ეს ხალხი, იმ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, გავლენ არჩევნებზე და ქართველი ხალხი მათ ისეთ მტკიცე უარს ეტყვის სწორედ ამ საქციელისთვის, რაც ამ დღეებში გამოაჩინეს. მათ აქვთ ლოიალობა და ერთგულება უცხო ქვეყნის ადმინისტრაციების და გადაწყვეტილებების და მათ არანაირი ერთგულება არ აქვთ საკუთარი ქვეყნის კანონების მიმართ. ჩვენ გვყავს ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც აბსოლუტურად აწყობილი არიან უცხო ქვეყნის ნდობაზე და საკუთარი ქვეყნის მიმართ უნდობლობაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციური პოლიტიკოსები და NGO-ები არა საკუთარი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნების ერთგულები არიან.

„ისინი ერთგულები არიან არა საქართველოსი, არამედ სხვა ქვეყნების, სხვა დროშების, სხვა გერბების და სხვა ჰიმნების. გავიხსენებდი 26 მაისს, რომელიც წელს ვიზეიმეთ. გახსოვთ, როგორი ელეთ-მელეთი დაემართათ ქართულ დროშაზე და პოლიტიკოსების და NGO-ები ითხოვდნენ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების დროშას. რატომ? იმიტომ, რომ მათი დროშა საქართველოს დროშა არ არის, მათი გერბი საქართველოს გერბი არ არის, მათი ჰიმნი საქართველოს ჰიმნი არ არის. სხვა ჰიმნებს მღერიან, სხვა დროშაზე იფიცებენ და სხვა გერბთან დგებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის