მარნეულში ლიეტუვის ქალაქ ვილკავიშკისიდან დელეგაცია იმყოფებოდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვის ქალაქ ვილკავიშკისიდან, დელეგაცია იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციას მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად უმასპინძლეს.

„ვიზიტის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა მეგობარ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო მარნეულის და ვილკავიშკისის დამეგობრების პერსპექტივას. შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.

სტუმრებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკა, მარნეულის №3 ბაგა-ბაღი და წისქვილკომბინატი დაათვალიერეს. ასევე, ესტუმრნენ ქალაქ ბოლნისს.

დელეგატები მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, სპეციალურად მათთვის ადგილობრივი შემსრულებლების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ