შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკურ, პარტიულ თუ სხვა დღის წესრიგს ანაცვალებს ქართველებსა და უკრაინელებს შორის ძმურ და სტრატეგიულ ურთიერთობას

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკურ, პარტიულ თუ სხვა დღის წესრიგს ანაცვალებს ქართველებსა და უკრაინელებს შორის ძმურ და სტრატეგიულ ურთიერთობას , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, სანამ ამ პოლიტიკას არ შეეშვება უკრაინის ხელისუფლების გარკვეული ნაწილი, ისინი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს დააზიანებენ. „გადაკიდებული არიან მიხეილ სააკაშვილს. ვნახეთ ჩვენ მათ შორის ის, როგორ იყო ის შეფარებული. დღემდე ზურაბ ადეიშვილი გენერალურ პროკურატურაში მუშაობს და ერთ-ერთი წამყვანი ადამიანია რეფორმების თუ ღონისძიებების გატარებაში. შეფარებული ჰყავთ ქართველი კრიმინალები, რომლებიც იქ წამყვან თანამდებობებზე არიან. ისინი წლების განმავლობაში ურევდნენ აქ სიტუაციას. მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოს ციხეში ზის და აქამდე თითქმის 10 წელი ურევდა ქვეყანაში სიტუაციას, რევოლუციებს აანონსებდა, ხან ზღვით უნდოდა შემოსვლა, ხან ერთი საზღვრით და ხან მეორე საზღვრით. ამ ყველაფერს ითმენდა და უყურებდა უკრაინის ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ამით ის მის ასეთ ქცევას ახალისებდა, ვინაიდან, არანაირ ზომას არ იღებდა. საბოლოდ, ეგუებოდნენ იმას, რომ მათი მაღალჩინოსანი აქ სიტუაციას ურევდა. სამწუხაროდ, სანამ ამ პოლიტიკას არ შეეშვება უკრაინის ხელისუფლების გარკვეული ნაწილი, ისინი ამ ურთიერთობას დააზიანებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან გაიხსენა, რომ უკრაინამ საქართველოს ელჩი გაიწვია, რომელიც შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ბოლო წუთამდე ომის ცხელ წერტილში რჩებოდა.

„ეს მეგობრობა უკრაინის პრეზიდენტმა იმით „დაუფასა“, რომ ის ფაქტობრივად, ქვეყნიდან გამოაძევა. ეს არის სამწუხარო, როდესაც თავის პოლიტიკურ გემოვნებას ანაცვალებენ ხოლმე სტრატეგიულ მიზნებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ამ მიზნებს უნდა დავუფიქრდეთ და არა ვიწრო, მოკლევადიან ინტერესებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო