დიმიტრი შაშკინი - ერთი ფარცხალაძის გამო ორი ინსტიტუცია დაეცა, ეროვნული ბანკი და დაზვერვა, პარტნიორების ნდობა „პლინტუსის“ ქვემოთაა - თუ ივანიშვილი ვერ მიხვდება, რას ეუბნება დასავლეთი, ბუნებრივია, ისიც დასანქცირდება

ერთი ფარცხალაძის გამო დაეცა ორი ინსტიტუცია: ეროვნული ბანკი და დაზვერვა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემული მეორე „მესიჯი“ იყო დასავლეთის მხრიდან.

„ფარცხალაძის დასანქცირება იყო მეორე „მესიჯი“, გადაცემული ბიძინა ივანიშვილისთვის. პირველი „მესიჯი“ იყო მოსამართლეების დასანქცირება, ახლა არის ფარცხალაძის დასანქცირება. მესამე იქნება უშუალოდ მისი სანათესავო წრიდან, მისი ოჯახიდან ადამიანების დასანქცირება. თუკი ის ვერ მიხვდება, რას ეუბნება დასავლეთი, შემდეგ, ბუნებრივია, დასანქცირდება ბიძინა ივანიშვილიც. ეს არავის არ უხარია, რადგან ძალიან ცუდად უტრიალდება საქართველოს.

ხომ ნახეთ, ერთი ფარცხალაძის გამო დაეცა ორი ინსტიტუცია. პირველი არის ეროვნული ბანკი. ჩვენ გავზარდეთ ეს ინსტიტუცია. გიორგი ქადაგიძე ბრწყინვალედ ასრულებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობებს და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი. დაეცა ეს ინსტიტუტი. მეორე არის დაზვერვა. სადაზვერვო ინსტიტუტიც დაეცა. არანაირი ნდობა დასავლელი პარტნიორების საქართველოს მიმართ დაზვერვის კუთხით არ იქნება და „პლინტუსის“ ქვემოთაა“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

დიმიტრი შაშკინის თქმით, ეროვნული ბანკის იმიჯი განადგურებულია.

„თურნავამ თავისი გადაწყვეტილებით ჩაიდინა დანაშაული არა მხოლოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ. რამდენად გაუფასურდა ლარი ერთ ღამეში? ეს ხომ ჩვენი გადასახდელია. ფარცხალაძის გადარჩენაზე გადახდა დაეკისრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა კრედიტებს იხდის და ასეთია აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოსი. ასეთი დარტყმა მიიღო ეროვნულმა ბანკმა და ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება. საბანკო სისტემა დგას ეროვნულ ბანკზე, ეროვნული ბანკის იმიჯი არის განადგურებული“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის