ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მომავლის სამიტის მოსამზადებელ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი მომავლის სამიტის (Summit of the Future) მოსამზადებელ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე აღნიშნული მინისტერიალის გამართვის მნიშვნელობას.

„მშვიდობა და უსაფრთხოება არის ადამიანის უფლებების წინსვლისა და მდგრადი განვითარების მიღწევის წინაპირობა. მსოფლიოში არსებული კონფლიქტების ფონზე, იმედი გვაქვს, რომ მომავლის სამიტი ხელს შეუწყობს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე და აღნიშნა

მომავლის სამიტის დეკლარაციის მიღების აუცილებლობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევასა და გააძლიეროს მულტილატერალიზმი.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მომავლის სამიტის დეკლარაციამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის, ასევე, გაეროს წესდების სერიოზული დარღვევები და მასში ხაზგასმულ იქნას აღნიშნულ დარღვევებზე პასუხისმგებლობის დაცვისა და გაძლიერების მნიშვნელობა. ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა 2030 წლის დღის წესრიგის სრულად განხორციელებისადმი საქართველოს მზაობა დააფიქსირა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დეკლარაციაში მდგრადი განვითარების სამივე განზომილების თანაბრად ჩართვის მნიშვნელობას. მან ასევე კლიმატის ცვლილების გადაჭრის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დეკლარაციის შემუშავებისკენ მიმავალ გზაზე საქართველო აქტიურად იმუშავებს პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო