მოსახლეობამ, ბალდის კანიონზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, მარტვილის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა

„მდინარე ეკუთვნის ხალხს“ „შეჩერდეს მშენებლობა“, „ოდაბადე არ იყიდება“, - ამ შინაარსის ტრასფარანტებით მარტვილში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივებმა, სასამართლოს ჩატარებამდე, ბალდის კანიონზე მიმდინარე მშენებლობის გადადება მოითხოვეს.

შეკრებილებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობა სთხოვეს. აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა შეხვდა.

როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, მოსახლეობის თხოვნა, კანონის შესაბამისად, ვერ გაითვალისწინებენ.

მერიასთან შეკრებილებმა ავტომობილებით მსვლელობა მარტვილის ქუჩებსა და მიმდებარე სოფლებშიც მოაწყვეს. ისინი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონზე კომპანია „კანიონ 350“ სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. როგორც ცნობილია, ბალდის კანიონი აუქციონის წესით, 20 - წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით ამ კომპანიას გადაეცა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს