ფოთის მერიამ, წელს მეორედ, პროექტი „საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ განახორციელა

ქალაქ ფოთში, წელს მეორედ განხორციელდა პროექტი ,,საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“. მასში, მიმდინარე წელს 11-დან 17 წლამდე, 44 ფოთელი მოსწავლე ჩაერთო.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ კინოსკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში ესწრებოდნენ ლექციებს კინოს ისტორიაზე, კინო-საოპერატორო ხელოვნებაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერასა და განვითარებაზე, მოკლემეტრაჟიანი სამოყვარულო ფილმის გადაღებაზე.

საყმაწვილო საზაფხულო კინოსკოლის ფარგლებში გადაღებული იქნა 5 დოკუმენტური ფილმი, რომელიც საერთაშორისო კონკურსებში მიიღებს მონაწილეობას.

„მადლობას ვუხდი თითოეულ პედაგოგს, რომელიც ჩართული იყო ჩვენი ახალგაზრდების სწავლების პროცესში და ასევე ჩვენს მოზარდებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტში და შეიძინეს ახალი გამოცდილება. ჩვენი გუნდი აქტიურად გააგრძელებს იმ პროექტებისა და პროგრამების მხარდაჭერას, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების განვითარებას”, - განაცხადა ფოთის მერმა.

როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, ახალგაზრდებს თეორიული და პრაქტიკული მუშაობა ჩაუტარეს კვალიფიციურმა და გამოცდილმა პედაგოგებმა.

მათივე განმარტებით, პროექტის მიზანი კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, მოზარდების ანალიტიკური აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებაა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო