ვლადიმერ ბოჟაძე - 2012 წლის შემდეგ ბევრჯერ ჰქონდათ ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა

ამ ქვეყანაში არეულობის, უბედურების, სისხლიანი რევოლუციის მოწყობის სურვილის ნაწილია ის, რასაც დღეს აკეთებთ , - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს საკრებულოს სხდომაზე.

ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, როდესაც „კაგებეს“ აგენტების გამოვლენასა და დაჭერაზე საუბრობენ, „დიდი ხანია „კაგებეს“ აგენტი დაჭერილია და „ვივამედში“ კოტრიალობს“.

„იმის ნაცვლად, რომ დაგმოთ კონსტანტინე ზარნაძის მიმართ ჩადენილი ინციდენტი, თურმე გეგმაზომიერად დასდევენ ჩვენს კოლეგებს თქვენი ლიდერები და აქტივისტები. მივმართავ ზვიად კუპრავას, „რუსეთის აგენტს, რეზიდენტს“ და ა.შ., როგორც თქვენ სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებდით და დღეს მას მიმართავთ და სთხოვთ, რომ ხელი მოაწეროს ბრძანებას, რათა გაუუქმდეს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა, რომ სანქციები, რომლებზეც საუბრობთ, აღსრულდეს. პრეზიდენტი ხელს არ აწერს და თქვენ ამას არ აპროტესტებთ. რაც შეეხება დაჭერას, დიდი ხანია „კაგებეს“ აგენტი დაჭერილია და „ვივამედში“ კოტრიალობს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში უმრავლესობის წევრებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი, თუმცა იმავე უმრავლესობას არ აქვს პრობლემა, პრეზიდენტს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია, იმპიჩმენტის პროცედურა მოუწყოს.

„რაც აქ გააკეთეთ, რაც პარლამენტში მოხდა, არის თქვენი გეგმის ნაწილი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც სუსმა თქვა. 2012 წლის შემდეგ არაერთხელ გქონდათ იმის მცდელობა, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია მოგეწყოთ, მათ შორის გქონდათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაც. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ გინდათ სისხლიანი რევოლუცია და სამოქალაქო დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღრმავება და საქართველოს 90-იან წლებში დაბრუნება. ამის უფლებას ჩვენ არ მოგცემთ და საკადრის პასუხს მიიღებთ“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო