“გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში ბალტიის ქვეყნებში შეხვედრები გრძელდება

“გამარჯვების პლატფორმა”, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ლატვიასა და ლიეტუვაში ვიზიტის შემდეგ, ბალტიის სახელმწიფოებში დიპლომატიურ მისიას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ლატვიასა და ლიეტუვაში ვიზიტის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და “სტრატეგია აღმაშენებლის” საერთაშორისო მდივანი, სერგო ჩიხლაძე ტალინში ჩავიდნენ და ესტონეთის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართეს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენელთა ბალტიური ტურნეს მიზანია, შეინარჩუნონ საქართველოს მეგობართა მხარდაჭერა, რომ ქვეყანამ შემოდგომაზე ევროკავშირის წევრობის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ.

„ქართველი ხალხის უმრავლესობა, მისი ევროპელი მეგობრები და ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდებიან, რომ საჭირო რეფორმები გაატაროს და ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ბალტიური ტურნეს ფარგლებში “გამარჯვების პლატფორმის” გზავნილები მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ მოიპოვოს სტატუსი და ქართველმა მიიღოს გრძელვადიანი სტაბილური მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია. ამას წინ ეღობება პოლარიზაცია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოხატულება პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პატიმრობაა, ოლიგარქ ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება და მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებაა'', - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში