ლევან ხაბეიშვილი შს მინისტრს - ყველამ დაიჯერა, მარტო მდინარაძეს და კობახიძეს არ სჯერა, რომ ფარცხალაძე „ეფესბეს“ აგენტია - თქვენმა მოადგილემ გამხილათ და თქვა, რომ რუსი გენერალი ბორტნიკოვი  ხინკლის საჭმელად დაგყავდათ თქვენსავე რესტორანში

ოთარ ფარცხალაძეზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა აგენტიაო, რუსეთის სახელმწიფო ამბობს, რუსეთის პატრიოტიაო, ფარცხალაძემ ომის პირობებში რუსეთის მოქალაქეობა აიღო, მარტო მდინარაძეს და კობახიძეს არ სჯერა, რომ „ეფესბეს“ აგენტია. დანარჩენი - ფარცხალაძე, ამერიკა, რუსეთი, ყველა შეთანხმდა, მაგრამ თქვენ ვერ იჯერებთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხაბეიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვები, რომელიც საქართველოში რუსი გენერლების სტუმრობას და გამასპინძლებას ეხებოდა.

„ბოტასიპარია“ კაცი პროკურორად რომ დანიშნეთ, ეს იყო ტრაგედია, მერე ფარცხალაძემ ერთ დღეში 3 მლნ ლარის 12 უძრავი ქონება რომ დაირეგისტრირა, ჯერ მაშინ უნდა დაგეწყოთ გამოძიება, მაგრამ თქვენ ყური არ შეგიბერტყავთ. თქვენი მინისტრი, კოლეგა, ერთ მაგიდასთან რომ ისხედით, სარდაფში რომ ჩაიყვანა და სცემა, აი, მაშინ უნდა დაგეწყოთ გამოძიება, მთავარი აუდიტორი ქვეყანაში, საჯაროდ, დღისით, მზისით სცემა, მაგრამ არა, მაინც ისევ ფარცხალაძის დაცვაში ხართ. ამასობაში, აგენტიაო, თქვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის სახელმწიფო ამბობს, რუსეთის პატრიოტიაო, ფარცხალაძემ ომის პირობებში რუსეთის მოქალაქეობა აიღო, მარტო მდინარაძეს და კობახიძეს არ ჯერა, რომ „ეფესბეს“ აგენტია, დანარჩენი - ფარცხალაძე, ამერიკა, რუსეთი, ყველა შეთანხმდა, მაგრამ თქვენ ვერ იჯერებთ. რატომ ვერ იჯერებთ, იცით? სავარაუდოდ, თქვენც რაღაც წვლილი მიგიძღვით. გახსოვთ, თქვენი მოადგილე იყო სოსო გოგაშვილი, ციხეში გყავთ ახლა გამოკეტილი, რადგან აღარ მოსწონხართ. ეს კაცი გეცნობათ? - ბორტნიკოვი - „ეფესბეს“ დირექტორი, თქვენზე თქვეს, რომ ამ ადამიანს ხვდებოდით, ოღონდ, თქვენმა მოადგილემ თქვა, აი, ერთად რომ წყვეტდით შავ-ბნელ საქმეებს, აგერ, არის გენერალი სერგეი ბესედა, სედოვი, ბორტნიკოვი - სხვათა შორის, თქვეს, რომ ხინკლის საჭმელად დაგყავდათ თქვენსავე რესტორანში, თქვენმა მოადგილემ თქვა. ამაზე გამოძიება დაიწყეთ? სხვათა შორის, იოსებ ჭელიძე იყო ნახსენები გოგაშვილის ნათქვამში, გამოიკითხა? ბორტნიკოვს რომ ხვდებოდით და ელარჯს უწელავდით და ხინკალს აჭმევდით, არ იცნობთ? თქვენ მართლა გგონიათ, ვინმეს სჯერა, რომ რუს გენერლებს საქართველოში არ პატიჟებდით? თქვენმა მოადგილემ გამხილათ, საქმე არავის გამოუძიებია, თქვენ ისევ თანამდებობაზე ხართ, აგერ, ფარცხალაძე „ეფესბეს“ აგენტიაო და ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს მოქალაქეებს სჯერათ, რომ მხოლოდ ფარცხალაძეა „ეფესბეს“ აგენტი, რომელიც სხვათა შორის, თვითონ არაფერს უარყოფს და რუსებიც ამბობენ, ჩვენი პატრიოტიაო - აი, მამუკას არ სჯერა, ვერაფრით ვერ დააჯერა ვერავინ. დღეს გამოვიდა და თქვა, გამოძიებამ რა კითხვა უნდა დაუსვასო, შემობრუნდა სხდომათა დარბაზში, გაიგო რომ დაუბარებიათ, მერე გამოვარდა, თქვა, უიმე, დაუბარებიათ, აი, გამოძიება მიმდინარეობსო. ალბათ, მესიჯბოქსს ვერ აყევით, ხშირად უნდა ჩაიხედოთ ხოლმე ჩათში. ამიტომ, მე ჩემი წარმოდგენა მაქვს თქვენს დამოკიდებულებებზე, თუ როგორ უყურებთ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს