ილია დარჩიაშვილი შრი-ლანკის და ანტიგუა-ბარბუდის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

2023 წლის 21 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შრი-ლანკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ალი საბრის შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სამხრეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებით. „ხაზი გაესვა რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის მნიშვნელობას თანამშრომლობის განვითარების არსებული პოტენციალის ამოქმედებისთვის. გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა და თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება სხვადასხვა სფეროში. ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ასევე გამართა ანტიგუა-ბარბუდას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩეტ გრეენთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას სავაჭრო- ეკონომიკური მიმართულებით. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ინსტიტუციური რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება