ლევან ხაბეიშვილი - ძალიან მძიმეა ირაკლი ეძგვერაძის და მისი მეგობრების მდგომარეობა, ნაცემები არიან ხელკეტებით, ბლაგვი საგნით - გადაყვანილი არიან საავადმყოფოში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის და მისი მეგობრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ნაცემები არიან ხელკეტებით და ბლაგვი საგნით.

“კრიმინალების დაკავების ნაცვლად, დააკავეს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა, რომლებიც ითხოვდნენ, რომ ის 40-მდე შეიარაღებული კაცი დაეკავებინათ, ვინც ირაკლი ეძგვერაძეს მიუვარდა. რატომ მიუვარდა? კალაძემ ეს რატომ დააორგანიზა? ფარცხალაძის „ეფესბეშნიკობის“ ამბიდან გამომდინარე, დღეს არავის ეცლებოდა მისთვის და ამიტომ შეეძლო ასეთი რამ გაეკეთებინა. კალაძეს საკრებულოში არ მოეწონა ირაკლი ეძგვერაძის გამოსვლა და შესაბამისად, დააორგანიზა სუს-ის „ნასედკებთან“, ძველ ბიჭებთან ერთად ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც ეს ორგანიზებული დანაშაული ჩაიდინა. ძალიან მძიმეა ირაკლი ეძგვერაძის და მისი მეგობრების მდგომარეობა. ნაცემები არიან ხელკეტებით და ბლაგვი საგნით. ახლა არიან გადაყვანილი თემქაზე, ერთ-ერთ საავადმყოფოში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო