ვლადიმერ გამყრელიძეს  გულშემატკივრებმა მშობლიურ ქალაქში დახვედრა მოუწყვეს

თავისუფალ ჭიდაობაში ვიცე ჩემპიონს - ვლადიმერ გამყრელიძეს, გულშემატკივრებმა მშობლიურ ქალაქში-ამბროლაურში დახვედრა მოუწყვეს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის მოადგილე დავით გოგლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ესწრებოდნენ.

ამბროლაურის საჭიდაო კლუბ ,,ფალავნის" სპორტსმენმა - ვლადიმერ გამყრელიძემ, ბელგრადში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

გამარჯვებულ სპორტსმენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტისგან მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა. მადლობის სიგელი ასევე გადაეცა მის მწვრთნელს- ლევან ბარსონიძეს, რომელმაც არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო