ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟოაო გომეშ კრავინიოსთან შეხვედრა გამართა

გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟოაო გომეშ კრავინიოსთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგზე როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

„კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და პორტუგალიას შორის გააქტიურებული მაღალი დონის კავშირები და ორმხრივი ვიზიტების გაცვლის დინამიკა, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოების დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე შემდგომი პროგრესისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის პორტუგალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მინისტრმა კოლეგას გააცნო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა და ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას აქცენტი გაკეთდა დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

მინისტრმა პორტუგალიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო