ხატია დეკანოიძე - როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას, ეს ნიშნავს, საბოტაჟს კანდიდატის სტატუსის მიმართულებით - დაკავებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპოტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

როგორც მან აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მიმართულებით საქართველოს კიდევ ერთხელ საბოტაჟს უწყობს.

აღნიშნულის შესახებ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განუცხადა, როდესაც ისაუბრა გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების: ნიკა მელიას, ზვიად კუპრავას და ბაჩო დოლიძის დაკავებაზე.

ხატია დეკანოიძის თქმით, სამივე პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის უმძიმესი მდგომარეობა, კრიმინალური სინდიკატის მიერ მართვა საქართველოს ხელისუფლების და ხელისუფლების ყველა შრის, რომელიც საბოტაჟს უწყობს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით. საკრებულოს წევრები, თბილისის მერის უახლოესი გარემოცვა, მათ შორის ის დეპუტატი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კრიმინალური სამყაროს წევრების, ქურდბაცაცების და ე.წ. კანონიერი ქურდის მეშვეობით შესაძლებელია პოლიტიკური განცხადების გამო სახლთან დახვდეს ადამიანს, გამოგზავნოს მთელი კრიმინალური სინდიკატი და გაუსწორდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მთავარი შრე არის კრიმინალური შრე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დააპატიმრონ „კანონიერი ქურდის“ გარემოცვა, დასაჯონ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკოსებს უსწორდებიან დააპატიმრეს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.

„გუშინ ჩვენ შსს-ს ორაზროვანი განცხადება ვიხილეთ. ეს ორაზროვანი განცხადება გულისხმობდა შემდეგს, რომ თითქოს ნიკა მელია და კიდევ ორი ადამიანი დაპატიმრებულები არიანი ადმინისტრაციული წესით, მაგრამ ასევე ამ განცხადებას მოჰყვა მეორე განცხადება, რომელიც გულისხმობდა ორგანიზებული ძალადობის მუხლით გამოძიების დაწყებას, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე ორმაგი სტანდარტის გამოყენებას. საქმე გვაქვს რასთან, თუ ხელისუფლებას დასჭირდა და როგორც ჩანს, ის აპირებს კონკრეტულად რომელიმე მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ნიკა მელია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ საბოტაჟს უწყობს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიმართულებით.

დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული პირები იმიტომ, რომ თუ ვინმე უნდა დაეკავებინათ ესენი არიან „კლანი“, კახა კალაძის კრიმინალური სინდიკატი, რომელმაც იძალადა დეპუტატზე და სახლში დახვდა ადამიანებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა.

მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024