ლევან ანდრიაშვილი თელავში ახალი სპორტული კომპლექსის გახსნას დაესწრო

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მოწყობილი ახალი რეკრეაციული სივრცე და სპორტული კომპლექსი გახსნა.

თელავის მერიის ინფორმაციით, ახლადგახსნილი სპორტული კომპლექსი „სასკოლო სპორტულ კვირეულს“ მასპინძლობს.

„კვირეულის ფარგლებში, თამაშები გაიმართება კალათბურთში, ფეხბურთსა და ფრენბურთში. ღონისძიებაში თელავის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობს.

პროექტის ფარგლებში, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სარბენი ბილიკი, ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები. ასევე, ღია სავარჯიშო კომპლექსი, ღია ტიპის მაგიდის ჩოგბურთის და ბავშვთა გასართობი მოედნები. პროექტი, რომლის ღირებულება 2 259 601 ლარია, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში განხორციელდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა