რუსთავში, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, კიდევ ერთი შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო

მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში, 21-ე მიკრო რაიონში შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ახალ სკვერში, მოსახლეობისთვის ქართული კინომუსიკის საღამო გაიმართა.

,,რუსთავის მერია მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას. როგორც ცენტრალური ქუჩების განვითარებაა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ასევე პრიორიტეტულია შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა ისე, რომ ბავშვებს სპორტული აქტივობების შესაძლებლობა ჰქონდეთ და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის იყოს მისაღები გარემო. 21-ე მიკრო რაიონში, სწორედ ასეთი სივრცე შევქმენით მათთან ერთად“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, 21-ე მიკრორაიონის #7, #8 და #9 საცხოვრებელი შენობების მიმდებარედ, 3486 კვადრატულ მეტრ ფართობზე, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედანი, ატრაქციონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ფანჩატური, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, დასასვენებელი და მწვანე ზონები მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სპორტულ მოედანს, დაირგო სხვადასხვა სახეობის 142 ძირი ხე-მცენარე.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 414 439 ლარით დაფინანსდა.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“