კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი აშკარად აიხლართა თავის მზაკვრულ გეგმებში

სალომე ზურაბიშვილი აშკარად აიხლართა თავის მზაკვრულ გეგმებში. საოცრებებს აკეთებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი კანონს არღვევს.

"ჯერ კონსტიტუცია დაარღვია, ვნახეთ ყველამ ეს ყველაფერი და ახლა უკვე არღვევს კანონს. მე არ ვიცი, საერთოდ რას ფიქრობს ეს ადამიანი, საოცრებებს სჩადის, საოცრებებს აკეთებს. ვერაფერს ვერ გეტყვით მის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ფარცხალაძის საკითხზე სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში დაბარებაზე კალაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მივიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია და კონკრეტიკა აღნიშნულ საქმეზე.

"თქვენ იცით, რომ გამოძიება დაწყებულია. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები და დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია და კონკრეტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება ეს საჯაროდ არ იყოს გაცხადებული, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, ალბათ, მიაწოდებენ ინფორმაციას აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის