ხულოში ერთ-ერთ საამქროში დასაქმებული დაიღუპა

ხულოში ერთ-ერთ საამქროში დასაქმებული დაიღუპა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში 25 წლის მამაკაცი ბეტონის გადამამუშავებელ საამქროში დაიღუპა.

არსებული ცნობებით, ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ დანადგარში მოყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნულ საამქროში დასაქმებული იყო.

მომხდარის გამო, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.