სამტრედიაში, ორი დღის წინ მომხდარი დაპირისპირებისას ერთი პირი დაიჭრა

სამტრედიაში, დაპირისპირების შედეგად, ერთი ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ ლევან მიგინეიშვილს ავტომატით შეიარაღებული ანრი მილორავა თავს დაესხა და ცეცხლი გაუხსნა.

მიგინეიშვილმა სახლში შესვლა მოახერხა და ტაბელური იარაღით თავდამსხმელი დაჭრა.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ლევან მიგინეიშვილი კი დაკავებულია. ოჯახის ინფორმაციით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, ლევან მიგინეიშვილი ყოფილი პოლიციელია. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება