რეზო ხარაზი - ჭოროხის გზის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, თუმცა 2023 წელია და შედეგი არ ჩანს

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, „2017 წელს ჭოროხის გზის მშენებლობა დაიწყო, თუმცა 2023 წელია და შედეგი არ ჩანს“.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად უკვე 9 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, სამუშაოები კი გაჩერებულია. რეზო ხარაზი ხელისუფლების მხრიდან კორუფციის ნიშნებზე საუბრობს.

„2017 წელს დაიწყო ჭოროხის გზის მშენებლობა. დღეს უკვე 2023 წელია და შედეგი არ გვაქვს - 9 მილიონ ლარზე მეტი კი დაიხარჯა, გზა დაუსრულებელია, ავტომობილები ვერ გადაადგილდება. ეს იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი და ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავით, დასრულებული იქნებოდა.

ეს არის კორუფცია და დანაშაულებრივი ქმედებები. „ქართული ოცნება“ უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში