შალვა პაპუაშვილი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუმინეთის სენატის პრეზიდენტ ნიკოლაე ჩუკას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა რუმინულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.

„შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ნიკოლაე ჩუკას განსაკუთრებულ წვლილს ქართულ-რუმინული ურთიერთობების გაღრმავებაში.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე, ასევე, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მიმართულებებით. ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომლებიც გააძლიერებს კავშირს შავ ზღვაში და ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობას.

ამ მხრივ, ნიკოლაე ჩუკამ განაცხადა, რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტები დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას, როგორც ხიდს ევროპასა და აზიას შორის.

შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მან ხაზი გაუსვა ამჟამინდელ ისტორიულ პერიოდში რუმინეთის მხრიდან საქართველოსადმი შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

სენატის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და ნატომ აღიარონ და დააფასონ საქართველოს შედეგები და ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო მისიებში. მან განაცხადა, რომ რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე.

შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის რუმინეთში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო