შალვა პაპუაშვილი რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტ დანიელ სუჩიუს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთს შორის მტკიცე კავშირებსა და სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას. დანიელ სუჩიუს თქმით, საქართველო-რუმინეთის პოლიტიკური თანამშრომლობა ისტორიულად უმაღლეს დონეზეა. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო გაცვლების გააქტიურებაზე, მათ შორის, სექტორულ კომიტეტებს შორის.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს უკრაინის ომზე, უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერაზე, კავკასიის რეგიონში არსებულ კომპლექსურ ვითარებაზე, შავ ზღვაში დაკავშირებადობის გაუმჯობესების მნიშვნელობასა და საქართველოს გაწევრიანებაზე ევროკავშირსა და ნატოში.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესსა და მოლოდინებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ აღარ მოხდება საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია ასოცირებული ტრიოს დანარჩენი ქვეყნებისგან და წლის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, დაიწყებს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს.

დანიელ სუჩიუმ გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისადმი რუმინეთის სრული მხარდაჭერა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა