საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა ნიკოლაე ჩუკამ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეკლარაცია, საქართველოს პარლამენტსა და რუმინეთის სენატს შორის საერთო ინტერესების სფეროებში დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დეკლარაციით გათვალისწინებულია საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება არაერთი მიმართულებით, მათ შორის, რეგულარული ორმხრივი ვიზიტების განხორციელება, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურება, პარლამენტების თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების შეთავაზება და სხვა.

დეკლარაციაში დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი რუმინეთის მხარდაჭერა და საქართველოს დახმარების მზაობა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის