ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი, საქართველო-ევროკავშირის დინამიკური და ინტენსიური ურთიერთობების კიდევ ერთი ნიშანდობლივი მაგალითია, - ასე შეაფასა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტი.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის წარმომადგენლებთან. ასევე, მახარობლიშვილის განცხადებით, შეხვედრები შედგება სხვადასხვა ევროკომისართან, მათ შორის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან და ევროკომისიის გაფართოების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე, შეხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.

„შეხვედრების მთავარ თემას წარმოადგენს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული ინფორმაციის ევროპელი კოლეგებისთვის კიდევ ერთხელ მიწოდება და მათი შეფასებების მოსმენა. გარდა ამისა, ევროკომისრებთან საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის სექტორული ინტეგრაციის კუთხით შემდგომი ნაბიჯების მიმართულებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან კი, გარდა 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციისა, საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ ყველა თემას, მათ შორის უსაფრთხოების თემატიკას, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მის ზეგავლენას ჩვენს ქვეყანაზე, ზოგადად რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს კიდევ ერთხელ მიაწოდებს განახლებულ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის, 25-26 სექტემბერს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ის ევროკომისიაში შეხვედრებს მართავს.

ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო