შალვა პაპუაშვილი - რუმინეთი წამყვან ძალას წარმოადგენს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მხრივ

ჩემთვის დიდი პატივია, რუმინეთის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეგობრის, სენატში სტუმრობა და თქვენს წინაშე ქართულ-რუმინული ურთიერთობების, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებისა და საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რუმინეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია, როგორც სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ძალიან ვაფასებ, რომ მაქვს თქვენს ლამაზ ქვეყანაში სტუმრობის შესაძლებლობა ამჟამინდელ გეოპოლიტიკურად მღელვარე პერიოდში, როდესაც მსოფლიო, ცივი ომის შემდეგ, უპრეცედენტო რეგიონულ ძვრებს განიცდის და, ამავდროულად, ისტორიულ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს.

საქართველოსა და რუმინეთს არა მხოლოდ ისტორიული კავშირები აერთიანებს, არამედ საერთო კულტურული სიმდიდრე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ჩვენი, ძლიერი ქრისტიანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს. სწორედ მსგავსს მომენტებში მახსენდება დიდი ანთიმოზ ივერიელი, ადამიანი, რომლის ზეგავლენაც საზღვრებს სცდებოდა და რომლის მემკვიდრეობაც დღემდე ყველა ჩვენგანისთვის შთაგონების წყაროა. მან ძლიერი ემოციური და ისტორიული საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ერებს შორის ურთიერთობას, რომელიც დღესდღეობით ყვავის ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაში", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ორი ქვეყანა წარმატებით თანამშრომლობს მრავალი მიმართულებით. კერძოდ, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა კუთხით.

„რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერია. რუმინეთი, აგრეთვე, რეგულარულად წამყვან ძალას წარმოადგენს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მხრივ. რუმინეთი ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა იყო, რომელმაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მადლიერი ვართ რუმინული მხარის მიერ საქართველოს მხარდამჭერი თითოეული ნაბიჯის და განცხადებისთვის.

ჩვენი ურთიერთობების მსგავსმა მნიშვნელოვანმა ასპექტებმა შესაძლებელი გახადა ჩვენი ხანგრძლივი და მყარი კავშირების უფრო მაღალ - სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა, რაც, როგორც არასდროს, აახლოებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

რუმინეთის სენატში პლენარულ სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესწრებიან დელეგაციის წევრები, დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გენრიეტა წიწავა, ეკატერინე სეფაშვილი და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში