„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ინფორმაციით, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა

ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი ავრცელებს.

თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, ჩამონგრეული ჭერი სკოლაში დასაქმებულს და ერთ მშობელს დაეცა.

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში, რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა ჭერი, დაეცა ორ ადამიანს, პოლიციაც არის მოსული ადგილზე, დაეცა დამლაგებელს და ერთ-ერთ მშობელს. ეს სკოლა ძალიან დიდი ხანია, რაც ავარიულ მდგომარეობაშია, აქ დადის ორი საჯარო სკოლის მოსწავლე, მათ შორის ზემო ნატანების საჯარო სკოლიდან დადიან აქ, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში იქიდან გამომდინარე, რომ ორი წელია იქ შეწყვეტილია სწავლის პროცესი. წესით უნდა დაწყებულიყო იქ რემონტი, მაგრამ როგორც ახლა მშობლებს გავესაუბრე არ არის დაწყებული.

მინდა გითხრათ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ აქ ორი სმენის ბავშვები დადიან, ახლაც, როდესაც ეს ჭერი ჩამოინგრა, მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რადგან მეორე სმენის ბავშვები, ანუ ზემო ნატანების ბავშვები 19:00 საათამდე არიან ამ სმენაში. კატასტროფული მდგომარეობაა, წყალი არ არის, საპირფარეშოშიც არ მიეწოდება. „ფეჩზე“ თბებიან, მაგრამ რაზე ვსაუბრობთ, როდესაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე დგას პირდაპირ აქ. ასევე, „ფეჩის“ ღუმელები ვერაფერს შვება და ზამთარში ქურთუკებით სხედან ბავშვები გაკვეთილზე. დამლაგებელი, რომელსაც დაეცა ეს ჭერი, გადაყვანილია და საკმაოდ მძიმედ არის, ტვინის შერყევა აქვს.

მე რამდენიმე დღის წინ ნატანების საბავშვო ბაღზეც ვწერდი, რომელიც საერთოდ დახურული არის იქიდან გამომდინარე, რომ ჭერი გადახდილი აქვს, წყალი ჩავიდა შენობაში და ვერ ფუნქციონირებს, 90-მდე ბავშვი ვერ დადის. ნატანების სკოლაში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, იქიდან გამომდინარე, რომ სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის წინაშე არიან ეს ბავშვები. მაჟორიტარი-დეპუტატი ჰყავს ნატანებს, საკრებულოში წარმომადგენელი, მერამდენეჯერ ვამბობ უკვე - ბატონი თამაზ ტუღუში და ბატონ ავთანდილ თალაკვაძეს მივმართავ, რომ თუ ეს ადამიანები ვერ გიბედავენ თქმას, ბავშვები არიან საფრთხის წინაშე, ორივე - ზემო და ქვემო ნატანების ორივე სოფლის სკოლის ბავშვები დადიან აქ სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ. კეთილი ინებეთ და მიაქციეთ ამ ადამიანებს ყურადღება”, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024