მერის წარმომადგენლის განცხადებით, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთი პირი კლინიკაშია გადაყვანილი

მერის წარმომადგენლის განცხადებით, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთი პირი კლინიკაშია გადაყვანილი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევისას დაშავებული ერთ-ერთი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფელ ნატანებში მერის წარმომადგენელმა ვალერიან ვაჩეიშვილმა განუცხადა, ჭერიდან ჩამონგრეული ბათქაში ორ ადამიანს - დამლაგებელს და მშობელს დაეცა.

მისივე თქმით, არცერთ მათგანს სერიოზული დაზიანება არ მიუღია. მისივე ინფორმაციით, დამლაგებელი კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მეორე ცვლაში მოხდა.

,,ბათქაში ჩამოინგრა და ორ ადამიანს - დამლაგებელს და მშობელს დაეცა. არაფერი ისეთი უსაშველო არ ხდება. დამლაგებელი ქობულეთის კლინიკაში არის გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

რაც შეეხება მშობელს, მას ფეხებზე დაეცა და ის უკვე სახლშია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ვალერიან ვაჩეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.