ბსუ-ს UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში იასპერ მოლერი ეწვია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაეროს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნული წარმომადგენელი საქართველოში, იასპერ მოლერი ეწვია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ბსუ-ს რექტორთან, მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე იასპერ მოლერმა ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შედგა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ბსუ-ში ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრი შეიქმნა. Unicef-ის, მხარდაჭერით, ბსუ-ში 3 პროექტი განხორციელდა: „ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად“, „კვლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის შესახებ“ და „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს